logo
ENG



ბრიტანეთი: პრიგოჟინი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში ავტორიტეტისთვის იბრძვის 

02 ნოე 202212:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/6tb1u9cu98hkj0s.png
Yevgeny Prigozhin

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინმა, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" მფლობელმა, 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაგნერის ძალები დღეში 100-200 მეტრით წინ მიიწევენ, რაც მისი თქმით, "ნორმალურია თანამედროვე ომისთვის".

"მათი სამხედრო დოქტრინის თანახმად, რუსეთის არმია ნებისმიერ პირობებში დღეში 30კმ-ით უნდა დაწინაურდეს. თებერვალში რუსული ჯარები გეგმავდნენ ერთი თვის განმავლობაში 1000 კილომეტრის სიღრმეზე წინსვლას უკრაინის ტერიტორიაზე. სექტემბერში კი უკრაინულმა ძალებმა დღე-ღამეში 20 კილომეტრზე მეტ წინსვლას მიაღწიეს."- წერია დაზვერვის განცხადებაში. 

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, პრიგოჟინმა შეწყვიტა უარყოფა იმისა, რომ იგი დაკავშირებულია "ვაგნერთან" და დაიწყო ხმამაღალი საჯარო განცხადებების გაკეთება.

"როგორც ჩანს, ის იბრძვის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში ავტორიტეტისთვის, რომელიც დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა."- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ. 


close დახურვა